დეკუ: „გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს სიტუაცია განსხვავდება, მაგრამ რაღაც საერთო არსებობს“

დეკუ: „გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს სიტუაცია განსხვავდება, მაგრამ რაღაც საერთო არსებობს“

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა დეკუმ, პარალელი გაავლო გუნდის ყოფილ და ამჟამინდელ მწვრთნელებს, პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს შორის.

"ლუის ენრიკე - ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს "ბარსელონას". იმედი მაქვს, ის გუნდს ჩვეულ დონეზე დააბრუნებს, რომლის ხილვასაც ჩვენ მიჩვეულნი ვართ. გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს სიტუაცია განსხვავდება, მაგრამ რაღაც საერთო არსებობს. როდესაც "ბარსელონაში" გვარდიოლა მოვიდა, ამას დიდი ცვლილებები მოჰყვა. ვფიქრობ, ენრიკეს შემთხვევაშიც, "ბლაუგრანაში" მსგავსი რამ მოხდება. თუმცა, უნდა დავიცადოთ გარკვეული დრო, შემდეგ კი ნათელი გახდება, შეუძლია თუ არა ენრიკეს პეპის დეონეზე მიღწევა და იმის გაკეთება, რაც მან გააკეთა." - განაცხადა დეკუმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.