„ბარსელონა“ მზად არის, ალვესი მარკინიოსში გაცვალოს
"ბარსელონა" კვლავ დაინტერესებულია "პარის სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველის, მარკინიოსის მოსახურებით, იტყობინება El Mundo Deportivo.
კატალონიური კლუბი მარკინიოსის შეძენაზე ორიენტირებული მას შემდეგ გახდა, რაც "ჩელსის" მცველმა, დავიდ ლუისმა, პსჟ-ში გადასვლა გადაწყვიტა.
პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა 20 წლის ბრაზილიელზე მიღებული შეთავაზებების განსახილველად მზადაა. თავად მოთამაშე, უახლოეს მომავალში, შეხვედრას გამართავს თავის აგენტთან და განიხილავს კლუბის შეცვლის შესაძლებლობას.
შესაძლო ვარიანტებიდან ერთ-ერთი, მარკინიოსის შესაძენად, ტრანსფერში დამატებით დანი ალვესის ჩართვაა. მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა მცველმა ლიგა 1-ში, "პარის სენ ჟერმენის" შემადგენლობაში, 21 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 2 გოლი.
აღსანიშნავია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მარკინიოსის შეძენა ურჩევნიათ და არა "რომას" მცველი მეჰდი ბენატიასი, რადგან ახალგაზრდა ბრაზილიელი უფრო პრესპექტიულია და ბურთთან ერთად უკეთ მოქმედებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 56 ]