„ბარსელონა“ მარკინიოსში 40 მილიონ ევროს ჩამოდის, მაგრამ პსჟ შეთავაზებას არ განიხილავს
"ბარსელონა" კვლავ ცდილობს "პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, მარკინიოსის შეძენას, იტყობინება Sport.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" პსჟ-ს ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა პარიზული კლუბის სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ამ შეთავაზებას არ განიხილავს. თავად მარკინიოსი სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამ თემაზე არაფერს ამბობს, რათა თავიდან აიცილოს არასასრუველი შედეგები, თუ სატრანსფერო საქმის წარმოება სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა განაცხადა, რომ მარკინიოსი კლუბში დარჩება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 55 ]