„რეალ სოსიედადი“ ბრავოს „ბარსელონაში“ გაშვებაზე თანახმაა

„რეალ სოსიედადი“ ბრავოს „ბარსელონაში“ გაშვებაზე თანახმაა

"რეალ სოსიედადი" მზადაა 31 წლის მეკარე კლაუდიო ბრავო "ბარსელონაში" გაუშვას, იტყობინება El Mundo Deportivo.

ბასკები გოლკიპერში 10 მილიონი ევროს მიღებას აპირებენ. ამავე დროს, გამოსასყიდი თანხა, რომელიც ბრავოს კონტრაქტშია მითითებული, 30 მილიონ ევროს შეადგენს. ბასკურ კლუბში ბრავო ძირითადი მეკარეა, მისი კონტრაქტი კი გათვალისწინებულია 2017 წლის ზაფხულამდე.

ბრავომ, რომელიც, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ჩილეს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ განაცხადში იმყოფება, 2013/14 სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში 37 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 52 ბურთი, 12 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ძირითადი მეკარე მომავალ სეზონში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნება, რომელიც კატალონიურ გრანდში მიონხენგლადბახის "ბორუსიადან" გადავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.