ლუის ენრიკე კუენკას უშვებს და სერხი რობერტოს იტოვებს

ლუის ენრიკე კუენკას უშვებს და სერხი რობერტოს იტოვებს

"ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ისააკ კუენკას გუნდიდან გაშვებას და სერხი რობერტოს დატოვებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

ისააკ კუენკა "ბარსელონას" პირველ გუნდში 2011 წელს, პეპ გვარდიოლას დროს გადავიდა. მან 30 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2012-13 წლების სეზონში, კუენკა "აიაქსში" იყო განათხოვრებული, მაგრამ ტრავმები გამო, მან თავი ვერც ესპანეთში გამოიჩინა და ვერც ჰოლანდიაში. 2013-14 წლების სეზონში ის მოედანზე მხოლოდ ერთხელ, ისიც კატალონიის თასზე გამოჩნდა. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ლუის ენრიკე 23 წლის შემტევზე უარს ამბობს. გავრცელებული ინფორმაციით, კუენკას დამატების სურვილს "რეალ სოსიედადი" და რამდენიმე ინგლისური გუნდი გამოთქვამს.

22 წლის ნახევარმცველი სერხი რობერტო პირველ გუნდში გასულ ზაფხულში გადავიდა. 2013-14 წლების სეზონში მან 27 თამაში ჩაატარა, მაგრამ ის ძირითადად შეცვლებზე შედიოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.