კუენკა "ვალენსიაში" გადასვლას არ აპირებს

კუენკა "ვალენსიაში" გადასვლას არ აპირებს

 

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ისააკ კუენკა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

 

21 წლის ფეხბურთელის არენდით გადაყვანა სურს "ვალენსიას", თუმცა "El Mundo Deportivo"–ს ინფორმაციით ფეხბურთელი ამ წინადადებაზე დათანხმებას არ აპირებს.

 

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ბოლოს ისააკ კუენკას მენისკზე ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ მოთამაშეს 6 თვე გაუცდა. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე არ გამოჩენილა.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.