"პორტუ" ტელიოთი ინტერესდება

"პორტუ" ტელიოთი ინტერესდება

როგორც A Bola იტყობინება, "პორტუს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგმა კლუბს "ბარსელონას" თავდამსხმელის, კროსტიან ტელიოს შეძენა სთხოვა.

პირველი წინადადება კატალონიელებმა უკვე მიიღწს. "ლურჯ-ბროწეულისფერების" პასუხი, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ, O Jogo ცნობით, "ბარსელონას" ფეხბურთელის გაყიდვას მინიმუმ 12 მილიონ ევროდ აპირებს.

"პორტუს" ტელიოს შეძენისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენციის გაძლება მოუწევს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ესპანელის მომსახურებით, ასევე, დაინტერესებულნი არიან "ატლეტიკო", "ბორუსია", "ვალენსია", "ლივერპული", "არსენალი", "ნაპოლი" და "მილანი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.