MD: ფაბრეგასმა „ბარსელონას“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

MD: ფაბრეგასმა „ბარსელონას“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ინგლისში ბრუნდება, იტყობინება Mundo Deportivo.

ფეხბურთელის აგენტი დარენ დეინი უკვე შეხვდა პრემიერ-ლიგის რამდენიმე კლუბის წარმომადგენლებს. ამავე დროს, გამოცემის თანახმად, ერთ-ერთ კლუბთან წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი "მანჩესტერ სიტიში" არ გადავა.

სესკ ფაბრეგასი "ბარსელონაში" მიმდინარე ცვლილებების მსხვერპლი ხდება, რომელიც ლუის ენრიკეს მოსვლის შემდეგ დაიწყო. კატალონიურ კლუბში სესკის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურთ, რათა გამჯობესდეს ფინანსური მდგომარეობა და თანხა სხვადასხვა პოზიციაზე არსებული პროლემების მოგვარებას მოხმარდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 45 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.