ფაბრეგასი "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს

ფაბრეგასი "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს

როგორც "Catalunya Radio" იუწყება, "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი არ აპირებს კატალონიური გრანდის დატოვებას. ფეხბურთელის აგენტი, დარენ დეინი უკვე შეხვდა კლუბის ხელმძღვანელობას და განუცხადა, რომ მისი კლიენტი არ აპირებს "კამპ ნოუდან" აბარგებას.

შეგახსენებთ, რომ აქამდე წითელმა "ეშმაკებმა" "ბარსელონას" ორჯერ გაუკეთეს ფაბრეგასის თაობაზე შეთავაზება, თუმცა მათ ორჯერვე უარი მიიღეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, დავიდ მოიესი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სესკის ტრანსფერში, თუმცა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იგი აღარ აპირებს ესპანელისთვის ბრძოლას. შოტლანდიელ სპეციალისტს ასევე იმედი ჰქონდა, რომ ფაბრეგასის გადაბირებაში საკუთარ როლს, რობინ ვან პერსიც ითამაშებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.