"ბარსელონამ" სანჩესი "იუვენტუსში" არ გაუშვა

"ბარსელონამ" სანჩესი "იუვენტუსში" არ გაუშვა

ყველასათვის ცნობილია, რომ ტურინის "იუვენტუსი" დიდი ხანია ცდილობს 25 წლის ჩილელი თავდამსხმელის შეძენას. Mundo Deportivo-ს ინფორმაციის თანახმად, ცოტა ხნის წინ, "ბარსელონას", ალექსისის ტრანსფერის თაობაზე, ტურინერელბმა 18 მილიონი ევროს სახით შეთავაზება გაუკეთეს. 

თუმცა, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა შემოთავაზებული ფინანსური პირობებით და იტალიის ჩემპიონებს ტრანსფერზე უარი განუცხადა. მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში, "იუვე" კიდევ აპირებს ალექსისის შეძენაზე მეორე მცდელობის გაკეთებას.

გასულ სეზონში, ალექსის სანჩესმა ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და გააკეთა 11 შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.