ლაპორტე: „ბარსა“ და „ბაიერნი“ - დიდებული კლუბები, მაგრამ „ატლეტიკთან“ კონტრაქტი მაკავშირებს“

ლაპორტე: „ბარსა“ და „ბაიერნი“ - დიდებული კლუბები, მაგრამ „ატლეტიკთან“ კონტრაქტი მაკავშირებს“

ბილბაოს "ატლეტიკის" ცენტრალური მცველი ემერიკ ლაპორტე კვლავ რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღების ეპიცენტრში რჩება. კერძოდ, ფეხბურთელით, კატალონიის "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან დაინტერესებულნი.

"მოხარული ვარ, რომ ჩემს მიმართ ინტერესს ასეთი კლუბები იჩენენ. ეს მუშაობის შედეგია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ კონკრეტული წინადადებები არ მიმიღია. "ბარსელონა" და "ბაიერნი" - დიდებული კლუბები, თუმცა მე მაქვს მოქმედი კონტრაქტი "ატლეტიკთან". ის ძალაში 2018 წლამდეა." - აცხადებს ლაპორტე.

შეგახსენებთ, მანამდე ბასკური კლუბის პრეზიდენტმა, ხოსე ურტიამ განაცხადა, რომ ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.