მოურინიო დარწმუნებულია, რომ ფაბრეგასი „ბარსელონას“ დატოვებს

მოურინიო დარწმუნებულია, რომ ფაბრეგასი „ბარსელონას“ დატოვებს

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა ლონდონური კლუბის ინტერესი "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველისადმი. ამავე დროს, სპეციალისტს არ უთქვამს, რომ ფაბრეგასი აუცილებლად "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება.

"მე გავაანალიზე სიტუაცია. როგორც ჩანს, ის ნამდვილად არის დაინტერესებული "ბარსელონადან" წასვლით და ინგლისში დაბრუნებით. სესკი "ჩელსიში" ან სხვა ინგლისურ კლუბში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადავა." - აცხადებს მოურინიო.

შეგახსენებთ, მანამდე ინტერნეტ გამოცემა talkSPORT-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფაბრეგასი "ჩელსიში" გადასვლაზე თანახმაა. აქამდე, ერთი დღით ადრე, სესკის თანაგუნდელმა, ჟერარ პიკემ, ისაუბრა ფაბრეგასის წასვლის შესახებ და განაცხადა, რომ ტრანსფერი, რომლის ღირებულება 33 მილიონ ევროს შეადგენს, გადაწყვეტილია. თუმცა, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში, ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.