მოურინიო: გამიკვირდა, რომ ფაბრეგასი "ბარსელონაში" არ დარჩა"

მოურინიო: გამიკვირდა, რომ ფაბრეგასი "ბარსელონაში" არ დარჩა"

ლონდონის "ჩელსის" პორტუგალიელმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ დღემდე გაკვირვებულია ფაბრეგასის გადაწყვეტილებით, რომელიც არც "არსენალში" დაბრუნდა და არც კატალონიაში დარჩა. შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი ზაფხულში სწორედ "ჩელსიში" გადავიდა.

"მეგონა, რომ ის "ბარსელონაში" დარჩებოდა, მე მასში ვხედავდი, იმ ძველი თაობის შემცვლელს, რომლის ნაწილი ჩავი და მასზე უფროსი ფეხბურთელები არიან. მე არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ ის "არსენალში" არ დაბრუნდა, არამედ ის, რომ "ბარსელონაში" არ დარჩა. ჩვენ სხვა კანდიდატებიც გვყავდა და მოთამაშეების სარეზერვო ვარიანტებიც, იმ შემთხვევაში თუ ის არ გადმოვიდოდა." - განაცხადა, მოურინიომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.