ნეიმარი ხორვატიის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს

ნეიმარი ხორვატიის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს

"ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ნეიმარის ტერფის ტრავმა, რომელიც მან ეროვნული ნაკრების გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო, სერიოზული არაა.

ფეხბურთელმა, ოდნავ კოჭლობის გამო მოედანი დატოვა, ცოტა ხნის შემდეგ კი სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მონაწილეობას, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ხორვატიის წინააღმდეგ, საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში, ნეიმარი, ტერფის პრობლემების გამო, იძულებული გახდა რამდენიმე კვირა გამოეტოვა.

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართება ხუთშაბათს, 23 საათსა და 55 წუთზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.