იგუაინი „ბარსელონასთან“ ახლოსაა
"ნაპოლისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გონსალო იგუაინი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა.
როგრც Marca იტყობინება, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობამ უკვე მიაღწია შეთანხმებას თავად ფეხბურთელთან.
შეგახსენებთ, რომ იგუაინი "ნაპოლიში" მადრიდის "რეალიდან" გასულ ზაფხულს, 37 მილიონ ევროდ გადავიდა. 26 წლის ფორვარდმა, გასულ სეზონში, იტალიური კლუბის შემადგენლობაში, ჩაატარა 46 მატჩი და გაიტანა 24 გოლი. აღსანიშნავია, იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის "ჩელსიმ" იტალიელებს იგუაინში 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ "ნაპოლიმ" ამ წინადადებაზე უარი თქვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 30 ]