ჩავი ყატარში მიდის?
ესპანური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩავი ერნანდესი კატალონიის "ბარსელონას" უახლოეს მომავალში დატოვებს.
Mundo Deportivo beIN Sports-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩავი ერნანდესმა ყატარულ "ალ სადთან" 2-წლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.
წყაროს თანახმად, 34 წლის ნახევარმცველი გაესაუბრა კატალონიელების ახალ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, რომელმაც ვეტერანს განუცხადა, რომ შეუძლია წავიდეს, რადგან "ბლაუგრანას" ნახევარდაცვას განახლება ჭირდება.
ამდენად, ტრანსფერი, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შედგეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 37 ]