გამპერის თასზე "ბარსელონა" "ლეონს" დაუპირისპირდება
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, 2014 წლის გამპერის თასის თამაში 18 აგვისტოს გაიმართება და კატალონიური გუნდი მექსიკურ "ლეონს" დაუპირისპირდება.
"ლეონი" ის გუნდია, რომელშიც "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი რაფა მარკესი თამაშობს. 35 წლის ცენტრალური მცველი კატალონიურ კლუბში 2003-2010 წლებში თამაშობდა.
"ლეონი" 1944 წელს დაარსდა. ამ გუნდმა მექსიკის ჩემპიონატი 7-ჯერ, ხოლო თასი 5-ჯერ მოიგო. "ლეონი" მექსიკის მოქმედი ჩემპიონია.
ცნობილი გახდა, რომ გამპერის თასის გათამაშების დროს "ბარსელონა" კლუბის ლეგენდებს, კარლეს პუიოლსა და ვიქტორ ვალდესს გააცილებს, რომლებმაც სეზონი ტრავმირებულებმა დაამთავრეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]