საბელია: „თუ შემადგენლობაში გყავს მესი, ყველაფერი შესაძლებელია“
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელიამ ირანთან გამარჯვების შემდეგ ლეო მესის თამაში გამოყო.
"რთული თამაში იყო. ირანი დიდებული ფეხბურთელების სახით თავს კარგად იცავდა და ცდილობდა ჩვენს დაჭერას კონტრშეტევაზე. მათ შექმნეს მომენტები. პირველ ტაიმში, გოლის გატანის 4 თუ 5 შანსი გვქონდა. შეხვედრის მეორე ნახევარში, მეტოქის კონტრშეტევების დროს სირთულეები შეგვექმნა. თუმცა, მესი ძალიან კარგი იყო. ის აქტიურად ცდილობდა მომენტების შექმნას, ასეთი ფეხბურთელის შემადგენლობაში ყოფნით კი ყველაფერი შესაძლებელია." - განაცხადა ალეხანდრო საბელიამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 29 ]