საბელია: "ხმა მესის მივეცი"

საბელია: "ხმა მესის მივეცი"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ "რადიო კონტინენტალთან" საუბრისას განაცხადა: "ჩემი ხმა ლეო მესის მივეცი. მეორე ადგილზე კრიშტაინო რონალდუ დავაყენე, მესამეზე კი ფრანგი ფრენკ რიბერი."

ნაკრების მწვრთნელმა ლეო მესის ფიზიკურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება: "მესი ტრავმას ნელ-ნელა იშუშებს, შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდება. საბედნიეროდ ივნისამდე მნიშვნელოვანი თამაშების გამართვა არ მოგვიწევს."

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.