რაფაელ მარკესი „ბარსელონას“ ტოვებს
"ბარსელონას" მექსიკელი მცველი, რაფაელ მარკესი, რომელმაც კლუბში 7 წელი გაატარა, მომავალ კვირას, დატოვებს კლუბს და თავის კარიერას "New Yourk Red Bulls" -ში გააგრძელებს, სადაც უკვე თამაშობს "ბარსელონას" ყოფილი თავმდამსხმელი, ტიერი ანრი.
მარკესი კატალონიაში 2003 წელს, 5 მილიონ ევროდ გადმოვიდა "მონაკოდან" და მიუხედავად იმისა, რომ მან 2009 წლის ნოემბერში, ხელი მოაწერა კონტრაქტის გაგრძელებას, რომელიც მის კლუბში დარჩენას 2012 წლის ივნისამდე ითვალისიწნებდა - "ბარსელონა" მას თავისუფალი აგენტის სტატუსით უშვებს და ამ ტრანსფერის სანაცვლოდ თანხას არ მოითხოვს.
"ბარსელონაში" გატარებული 7 წლის შემდეგ, მარკესი ბრწყინვალე ტიტულებით ტოვებს კლუბს: ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 4 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 უეფას სუპერ თასი, 1 საკლუბო ჩემპიონატი
barcamania.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]