დღეს, ლიონელ მესის დაბადების დღეა
დღეს, 24 ივნისს, "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი 27 წლის გახდა.
ლიონელ მესი "ბარსელონაში" 2000 წელს, 13 წლის ასაკში მივიდა. კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით, ოფიციალურ მატჩში, მას დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მესი "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მას, 425 თამაშში, 354 გოლი აქვს გატანილი.
მესიმ, "ბარსელონასთან" ერთად, 21 ტიტული მოიგო, მათ შორის 6-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ უფეას სუპერთასი და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
არგენტინელ ვარსკვლავს არაერთი ინდივიდუალური ჯილდო აქვს მოგებული. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც "ოქროს ბურთის" მფლობელი 4-ჯერ გახდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]