დღეს, ლიონელ მესის დაბადების დღეა !
დღეს, 24 ივნისს, კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი 29 წლის გახდა !
ლიონელ მესი "ბარსელონაში" 2000 წელს, 13 წლის ასაკში მოხვდა. კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით, ოფიციალურ მატჩში, მისი დებიუტი 2004 წელს შედგა. ლეო "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია - 531 შეხვედრაში 453 გატანილი გოლი.
ტიტულები "ბარსელონაში": ლა ლიგა (8-ჯერ), ესპანეთის თასი (4-ჯერ), ესპანეთის სუპერთასი (6-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (4-ჯერ), უეფას სუპერთასი (3-ჯერ), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (3-ჯერ).
მესის არაერთი ინდივიდუალური ჯილდო აქვს მიღებული, არგენტინელი ერთადერთი ფეხბურთელია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც "ოქროს ბურთი" 5-ჯერ მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]