ბრავო: "ბარსელონაში" გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს კარიერაში"
ჩილეს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა, კლაუდიო ბრავომ მცირე კომენტარი გააკეთა თავის გადასვლაზე "ბარსელონაში". ბრავო ძალიან მოხარულია იმით, რომ კარიერას კატალონიურ გრანდში გააგრძელებს.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს კარიერაში, მაგრამ ეს თემა ხელს არ უშლის ჩემს კონცენტრირებას ეროვნული ნაკრების ამოცანებზე. მე ვარ მშვიდი და ბედნიერი. ვგრძნობ სიამაყეს, თუმცა ახლა არ მინდა ამ საკითხში გაღრმავება. კიდევ მოვა დრო იმისათვის, რომ ვისაუბრო ჩემს გამოსვლაზე "რეალ სისიედადში" და "ბარსელონაში" მომავალზე." - აცხადებს ბრავო.
შეგახსენებთ, რომ ბრავო "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]