10 ფაქტი კლაუდიო ბრავოზე
კლაუდიო ბრავო თამაშობდა კლუბ "კოლო-კოლოს" ახალგაზრდულ გუნდებში. თავიდან ის მცველი იყო, შემდეგ კი მწვრთნელს სთხოვა, რომ მეკარეს პოზიციაზე ეთამაშა.
ბრავომ, როგორც მეკარემ, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მისი დებიუტი პირველ დივიზიონში შედგა 2002 წელს, როდესაც 19 წლის იყო.
2006 წელს მეკარე გადავიდა "რეალ სოსიედადში", სადაც მისი დებიუტი შედგა 22 ოქტომბერს "მალიორკას" წინააღმდეგ (0-0). ბასკურ გუნდში ბოლო მატჩი "ანოეტაზე" ჩაატარა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ (2-0).
2009 წელს მეორე დივიზიონში ბრავომ მოიგო ზამორას ჯილდო.
2010 წლის 14 თებერვალს კლაუდიომ ჯარიმა გაუტანა "Gimnàstic Tarragona-ს".
ჩილეს ნაკრებს კლაუდიომ პირველად უკაპიტნა 2008 წელს, მარსელო სალასის წასვლის შემდეგ.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბრავოს მშობლიურ ქალაქში მისი სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ბრავო არის ჩილეს ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა საკვალიფიკაციო მატჩში ითამაშა. ასევე, ბრავომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილეს ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
2010 წლის 28 ნოემბერს ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ ბრავომ მეასეჯერ ითამაშა "რეალ სოსიედადის" შემადგენლობაში. ასეთი შედეგი აქვთ დარკო კოვასევიჩს, მეჰო კოდროსა და ვალერი კარპინს.
2013 წლის 10 სექტემბერს ბრავომ გაუსწრო ნელსონ ტაპიას და ის ახლა ჩამორჩება ლეონელ სანჩესს, რომელმაც ჩილეს ნაკრებს 84-ჯერ უკაპიტნა.
სურათები: ბრავო "ბარსას" წინააღმდეგ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]