ბართომეუმ "ბავარიას" კროოსის გამოსასყიდი თანხის დასახელება სთხოვა
"ბარსელონა" კვლავ ცდილობს მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი ნახევარმცველის, ტონი კროოსის შეძენას, იტყობინება Sport.
კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ დაურეკა მიუნხენური კლუბის წარმომადგენელს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს, რათა გაერკვია, თუ რას შეადგენს გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა.
კროოსის შეძენა "ლურჯ-ბროწეულისფრებისთვის" აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, კოკემ თავის კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ კროოსის კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2015 წელს იწურება, თუმცა მას არ სურს მისი გახანგრძლივება, რადგან "ბავარია" უარს ამბობს ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნების შესრულებაზე.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 50 ]