ლუის ენრიკემ „ბარსელონას“ ნოლიტოს შეძენა სთხოვა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აგრძელებს შემადგენლობის ფორმირებას მომავალი სეზონისთვის. ამასთან დაკავშირებით, მწვრთნელმა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას "სელტას" თავდამსხმელის, ნოლიტოს შეძენა სთხოვა, რომლის შესაძლებლობებსაც კარგად იცნობს თავად კატალონიური გრანდის მენტორი.
გასულ სეზონში, ნოლიტო სწორედ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მუშაობდა და ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფეხბურთელი ძალიან სასარგებლო იქნებოდა "ლურჯ-ბროწეულისფერებისთვის".
2013/14 სეზონში, ნოლიტომ "სელტას" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და გახდა 14 გოლის ავტორი. ძირითად შემადგენლობაში მოედანზე ის 24-ჯერ გავიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 64 ]