ადრიანო: „ბარსაში“ დარჩენას ვისურვებდი“

ადრიანო: „ბარსაში“ დარჩენას ვისურვებდი“

"ბარსელონას" ბრაზილიელი მარცხენა მცველი ადრიანო კორეია აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში დარჩენა სურს.

"ჯერ მე "ბარსელონას" ფეხბურთელად ვრჩები, მაგრამ ვიცი, რომ სხვა კლუბები ჩემით ინტერესდებიან. ჩემი კონტრაქტი გათვალისწინებულია 2017 წლამდე და მე გავაგრძელებ აქ გამოსვლას, მანამ, სანამ კლუბი ჩემზე უარს არ იტყვის. ახლა, მხოლოდ "ბარსაზე" ვფიქრობ და ნამდვილად ვისურვებდი დარჩენას. მინდა ვისაუბრო მწვრთნელთან და გავარკვიო სიტუაცია.

ბოლო დროს, გავრცელდა ბევრი ჭორი, რომლებშიც არანაირი სიმართლე არაა. წინასასეზონო სამზადისის დაწყება თავისუფლად, ყველანაირი ჭორის გარეშე მსურდა. არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ჩემი მომავალი, მაგრამ თუ დავრჩი, დავამტკიცებ, რომ უკეთესად თამაში შემიძლია, ვიდრე ჩემზე ხალხი ფიქრობს." - განაცხადა ადრიანო კორეიამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.