ვერტონგენი: „ტოტენჰემში“ დარჩენას ვისურვებდი“

ვერტონგენი: „ტოტენჰემში“ დარჩენას ვისურვებდი“

"ტოტენჰემის" მცველი იან ვერტონგენი აცხადებს, რომ ლონდონურმა კლუბმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ბელგიის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფეხბურთელმა, ასევე, "ტოტენჰემში" დარჩენის სურვილი გამოთქვა. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიელი მცველით "ბარსელონა" ინტერესდება.

"რა თქმა უნდა, "ტოტენჰემში" დარჩენას ვისურვებდი. მე ჯერ კიდევ მაქვს მიმდინარე 4-წლიანი კონტრაქტი, მაგრამ კლუბმა 5-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, რაც ნიშნავს დიდი ნდობის გამოცხადებას." - აცხადებს იან ვერტონგენი.

სავარაუდოდ, ახალ კონტრაქტში გათვალისწინებულია ფეხბურთელის ხელფასის გაზრდა. ვერტონგენი "ტოტენჰემში" 2012 წელს, "აიაქსიდან" გადავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.