სუარესს ვარჯიშისა და სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება აქვს

სუარესს ვარჯიშისა და სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება აქვს

FIFA-ს დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარე კლაუდიო სულსერი აცხადებს, რომ ლუის სუარესს, მომდევნო 4 თვის განმავლობაში, ვარჯიშისა და სხვა გუნდში სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება აქვს.

როგორც იცით, ჯორჯო კიელინისთვის კბენის გამო, სუარესი ფეხბურთს 4 თვით ჩამოაშორეს. FIFA-ს განცხადების თანახმად, ურუგვაელ ფეხბურთელს ყველანაირი საფეხბურთო აქტივობა აეკრძალა, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ვარჯიშსა და სხვა გუნდში გადასვლას არ ეხება.

"ფეხბურთელის ეს უფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს, რადგან ეს არაპროპორციული ზომები იქნებოდა.

ლუის სუარესის საქმე კვლავ ღიაა. კომიტეტში საჩივარია შემოსული და ამიტომ, ამ საკითხზე ჩემი პოზიციის დაფიქსირება არ შემიძლია." - განაცხადა სულსერმა.

შეგახსენებთ, რომ სუარესის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული "ბარსელონა" და თუ ევროპულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, კატალონიელები ურუგვაელის გადაბირებასთან ახლოს არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 41 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.