სუარესს ვარჯიშის უფლება არ აქვს
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს FIFA-მ ლუის სუარესს ვარჯიშის უფლება მისცა, სიმართლე არ გამოდგა.
გუშინ, FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ლუის სუარესს ვარჯიში და სხვა გუნდში გადასვლის დროს სამედიცინო შემოწმების გავლა შეზღუდული არ აქვს. თუმცა, როგორც ირკვევა, შეღავათი მხოლოდ სამედიცინო შემოწმებაზე ვრცელდება.
"გავრცელებული განცხადება სხვაგვარად უნდა გავიგოთ. საუბარი იყო იმაზე, რომ სუარესს, ტრანსფერის დროს, სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება აქვს. ფეხბურთელს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს კლუბის ან ეროვნული ნაკრების ვარჯიშებში." - ვკითხულობთ FIFA-ს განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 34 ]