კატალონიის რადიო: "ბარსა" და "ლივერპული" 63 მილიონ ფუნტზე შეთანხმდნენ

კატალონიის რადიო: "ბარსა" და "ლივერპული" 63 მილიონ ფუნტზე შეთანხმდნენ

კატალონიის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" და "ლივერპული", ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით, საბოლოოდ შეთანხმდნენ. კატალონიელი ჟურნალისტების მტკიცებით, "ბარსა" ურუგვაელ ფეხბურთელში 63 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 80 მილიონი ევრო) გადაიხდის. სუარესი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი მესის, ნეიმარისა და ინიესტას წლიურ ანაზღაურებაზე ნაკლები იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთადერთი საკითხი, რომელიც გადასაწყვეტი დარჩა, არის ტრანსფერის საფასურის გადახდის გრაფიკი. სხვა ყველაფერი შეთანხმებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.