Goal: „ბარსელონა“ სუარესში 88 მილიონ ევროს გადაიხდის
"ბარსელონა" და "ლივერპული" საბოლოოდ შეთანხმდნენ 27 წლის ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ლუის სუარესის ტრანსფერზე, იტყობინება Goal.com.
კატალონიური კლუბი თავდამსხმელში 88 მილიონ ევროს გადაიხდის. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუარესი "ბარსელონას" ფეხბურთელი 48 საათში გახდება. ახლა, კატალონიელები ლუის სუარესის პირველადი სამედიცინო შემოწმების შედეგებს დალოდებიან, რომელსაც ის ურუგვაიში გაივლის.
შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელს, ჯორჯო კიელინისთან მომხდარი ინციდენტის გამო, დისკვალიფიკაცია აქვს და ის ოქტომბრამდე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ამის გათვალისწინებით, "ბლაუგრანა" ურუგვაელის სატრანსფერო თანხის შემცირებას შეეცადა, მაგრამ "ლივერპული" დათმობაზე არ წავიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]