ვენგერი: "სანჩესის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია"
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ადასტურებს, რომ ალექსის სანჩესის მის გუნდში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.
ბოლო დროს ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანჩესი "არსენალის" ფეხბურთელი ძალიან მალე გახდება. ლონდონელები "ბარსელონას" 38 მილიონ ევროს გადაუხდიან.
"ალექსისის ტრანსფერი თითქმის დასრულებულია. ველოდებით, რომ მას ოთხშაბათს გავიფორმებთ." - აცხადებს არსენ ვენგერი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]