რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ექს-მცველი „ბარსელონაში“ გადავიდა

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ექს-მცველი „ბარსელონაში“ გადავიდა

"ბარსელონამ", რუსული მეორე დივიოზნიოს კლუბის, "დრუჟბას" მცველთან, ამირ ნატხოსთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 18 წლის ფეხბურთელი "რუბინის" ყოფილი ნახევარმცველის, ბიბერს ნატხოს ბიძაშვილია. ამირი "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.

"ამირ ნატხომ "ბარსელონასთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კარიერას ესპანეთში განაგრძობს. ამირს ჰქონდა შეთავაზებები დიდი რუსული კლუბებიდან, მაგრამ მან კარიერის გაგრძელება ესპანეთში გადაწყვიტა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იგორ კორნეევს, რომელიც ახსოვთ და უყვართ კატალონიის დედაქალაქში." - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი ლეონიდ ისტრატი.

აღსანიშნავია, რომ ნატხომ კატალონიელებთან შეთანხმებას ჯერ კიდევ ზამთარში მიაღწია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.