ბართომეუ: "ორი ან სამი მცველი მოვა კლუბში"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
მცველები და ტრანსფერები
"მინიმუმ პუიოლის შემცვლელი უნდა ვიპოვოთ. კლუბში 2 ან 3 მცველი მოვა. ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენ ფეხბურთელს შევიძენთ, მაგრამ მინიმუმ კიდევ 2 ტრანსფერი განხორციელდება."
ჩავი
"ჩავის ველოდებით. მას უფლება აქვს, რომ საკუთარი მომავალი თავისი სურვილის მიხედვით გადაწყვიტოს. კონტრაქტის ამოწურვამდე 2 წელი დარჩა, მაგრამ თუ წასვლა სურს, მაშინ ჩვენ ჩავის დავეხმარებით. მან არჩევის უფლება დაიმსახურა. ჩავი 16-17 წელია პირველ გუნდში თამაშობს და ლა მასიის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი ტიტული მოიგო. ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. თვენახევარი დარჩა და მუშაობას გავაგრძელებთ."
მესი
"მესი არ იყიდება. გვსურს, რომ იყოს იმ გუნდის ლიდერი, რომელსაც ვაშენებთ. ის კულე და კატალონიელ-არგენტინელია."
ლა მასია
"თუ აკადემიაში ვერ ვიპოვით, ძებნას სხვაგან დავიწყებთ. რაკიტიჩისა და სუარესის შეძენა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათი ტიპის ფეხბურთელები "ბარსა ბ-ში" ვერ ვნახეთ. გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც პირველ გუნდში ითამაშებენ. თავიდან დეულოფეუსა და რაფინიას სხვაგან ყოფნა მოუხდათ, ახლა კი დაბრუნდნენ და ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვთ. ფილოსოფია არ შეცვლილა. მინდა, რომ დეულოფეუსა და რაფინიას გადაწყვეტილებების მსგავსი შემთხვევები კიდევ ვნახო, რადგან ეს მათ განვითარებაში ეხმარება."
ლუის ენრიკე
"პრესეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის. გვსურს მონდომებული და ძლიერი ლუის ენრიკეს ხილვა. კარგად ვიცნობთ მას. "ბარსა ბ-ში" კარგად იმუშავა. ის ძალიან ამბიციური და მშრომელი ადამიანია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 51 ]