სერხიო ბუსკეტსი - 26!

სერხიო ბუსკეტსი - 26!

დღეს 2014 წლის 16 ივლისია, 1988 წელს ზუსტად 26 წლის წინ ესპანეთის ქალაქ, საბადელში "ბარსელონას" საყრდენი, სერხიო ბუსკეტს ბურგოსი დაიბადა. ის სრულიად უცნობი ფეხბურთელი იყო გულშემატკივრისთის, როდესაც "ბარსელონას" პირველ გუნდში მოხვდა 2008 წელს, მაგრამ დროის მოკლე პერიოდში გაითქვა სახელი. "ბარსელონაში" დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ ის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა. 

2005 წელს ის შეუერთდა "ბარსელონას" ახალგაზრდულ კლუბს, სადაც 26 მატჩში გაიტანა შვიდი გოლი. ორი წლის შემდეგ ის მოხვდა "ბარსელონა B-ში", რომელსაც წვრთნიდა ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც დაეხმარა ფეხბურთელს მესამე დივიზიონში გადასვლაში. ბუსკეტსმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა ერთი გოლი. 2008 წლიდან დღემდე ბუსკეტსი პირველი გუნდის უცვლელი ფიგურაა. ფეხბურთელმა კლუბის მაისურით 284 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 11-ჯერ აიღო. სერხიო 2009 წლიდან ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელია, სადაც 68 შეხვედრა ჩაატარა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.