დელა ვალე კუადრადოს შესაძლო წასვლაზე საუბრობს

დელა ვალე კუადრადოს შესაძლო წასვლაზე საუბრობს

"ფიორენტინას" მფლობელი ანდრეა დელა ვალე აცხადებს, რომ კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხუან კუადრადოს შენარჩუნება სურს, მაგრამ თუ ფეხბურთელი კლუბის შეცვლის სურვილს გამოთქვამს, "იისფერები" მზად იქნებიან მოლაპარაკებების გასამართად, ნახევარმცველის პოტენციურ პრეტენდენტებთან. არაოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი "ბარსელონასა" და "ბაიერნის" ინტერესთა სფეროში იმყოფება.

"ახლა, ხუანი ისვენებს. როდესაც ის დაბრუნდება, ჩვენ ვისაუბრებთ. გვინდა გავიგოთ, სურს თუ არა ფლორენციაში თამაში. რთული საუბარი იქნება, მაგრამ კუადრადოს შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებში შედის. თუმცა, თუ ის არ იქნება საკმარისად მოტივირებული დასარჩენად, მაშინ ჩვენ ეს უნდა მივიღოთ და წინსვლა მის გარეშე განვაგრძოთ." - აცხადებს დელა ვალე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.