„ფიორენტინა“ უარყოფს, რომ „ბარსელონამ“ კუადრადოს ტრანსფერზე შეთავაზება გააკეთა
"ფიორენტინას" სპორტული დირექტორი დანიელ პრადა უარყფოს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "ბარსელონამ" იტალიურ კლუბს კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხუან კუადრადოს ტრანსფერზე შეთავაზება გაუკეთა.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა "იისფერებს" კოლუმბიელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ფლორენციაში 26 წლის ფეხბურთელის გაშვება 35 მილიონ ევროდ სურთ.
"მე ვუარყოფ ინფორმაციას იმაზე, რომ "ბარსელონამ" ამ ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთავაზება გააკეთა." - აცხადებს პრადა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]