მარკესი: „არ ვფიქრობ, რომ მატიე „ბარსას“ დონის ფეხბურთელია“
"ბარსელონას" ყოფილი მცველი რაფაელ მარკესი აცხადებს, რომ "ვალენსიას" მცველის, ჟერემი მატიეს გაფორმება, შესაძლოა, სარკისკო აღმოჩნდეს კატალონიური კლუბისთვის. მექსიკელი მატიეს "ბარსელონას" დონის ფეხბურთელად არ მიიჩნევს.
"არ ვფიქრობ, რომ ამ ფეხბურთელს აქვს ყველა საჭირო თვისება იმისათვის, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს. მას არ აქვს ის დონე, რომელიც აუცილებელია კატალონიურ კლუბში გამოსვლისთვის. გარდა ამისა, ძალიან გაზვიადებულია მისი ფასი. კარგი იქნებოდა, თუ "ბარსელონაში" კარგად დაფიქრდებოდნენ ამაზე." - აცხადებს მარკესი.
შეგახსენებთ, რომ "ვალენსია" მატიეში 20 მილიონ ევროს ითხოვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]