რაფაელი ტიტის გზას ადგას

რაფაელი ტიტის გზას ადგას

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი მცველი, რაფაელ მარკესი შესაძლოა მომავალ სამშაბათს "ნიუ იორკ რედ ბულზის" ახალ ფეხბურთელად წარადგინონ.

 ამერიკულმა კლუბმა უკვე დანიშნა პრესკონფერენცია შემდეგ სამშაბათს და დიდი შანსია, რომ მექსიკელთან შეთანხმების შესახებ ოფიციალურად განაცხადებენ. საუკეთესო შემთხვევაში მარკესი ამ პრესკონფერენციას დაესწრება და ამერიკელებს მისი მედიასთვის წარდგენის საშუალებაც მიეცემა.

 "ჩვენ გრძელვადიან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედია, მალე ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ, რაც ძალაინ კარგი ამბავი იქნება ჩვენი კლუბისთვის." - აცხადებს "რედ ბულზის" გენერალური დირექტორი, ერიკ სოლერი.

 მას შემდეგ რაც მარკესი "ბარსელონადან" ოფიციალურად წამოვიდა, მას შეეძლება ამერიკულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება. თუ ეს ტრანსფერი შედგება, "რედ ბულზს" მესამე ახალწვეული შეუერთდება. მათ უკვე დაიმატეს კოლუმბიელი ხუან პაბლო ანხელი და ყოფილი "ბლაუგრანელი", ტიერი ანრი.

წყარო: www.sport.es 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.