მესიმ დეკუს გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობა მიიღო
პორტუში, "დრაგაუს" სტადიონზე ყოფილი პორტუგალიელი ნახევარმცველის, დეკუს გამოსამშვიდობებელი თამაში ჩატარდა. მატჩი გაიმართა "პორტუ" 2004-სა და "ბარსელონა" 2006-ს შორის. ამხანაგური შევხედრა ფრედ, 4-4 დასრულდა.
მატჩში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს კატალონიური გრანდის ყოფილმა ფეხბურთელებმა სამუელ ეტო’ომ, ჟულიან ბელეტიმ, ვან ბრონხორსტიმ, ლუდოვიკ ჟულიმ, სილვინიომ, მარკ ვან ბომელმა, ოლეგერ პრესასმა, ეიდურ გუდიონსენმა. "დრაგაუზე" ვერ ვიხილეთ რონალდინიო, რომელსაც "ატლეტიკო მინეორემ" არ მისცა დეკუს გამოსამშვიდობებელ მატჩში მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება.
დეკუმ გაიტანა როგორც "პორტუს", ასევე "ბარსელონას" შემადგენლობაში. პორტუგალიურ გუნდში, ასევე, თავი გამოიჩნეს დერლეიმ, ბენი მაკკარტიმ და ედგარას იანკაუსკასმა. "ლურჯ-ბროწეულისფერთაგან", გარდა დეკუსი, გოლები გაიტანეს ლეო მესიმ და სამუელ ეტო’ომ (დუბლი). აღსანიშნავია, რომ მესიმ, ამას გარდა, გააკეთა 2 საგოლე პასი.
ლეო მესი პორტუს სატელევიზიო არხს მატჩის შემდეგ გაესაუბრა: "დეკუმ ეს დაიმსახურა, როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ... ის არის ფეხბურთელი, რომლისგანაც მე ბევრი ვისწავლე, ისევე როგორც სხვა თანაგუნდელების უმრავლესობამ. ეს იყო საუცხოო დაბრუნება იქ, სადაც ჩემი დებიუტი შედგა 11 წლის წინ."
აქვე გთავაზობთ გუშინდელი მატჩის მიმოხილვას:
[media=http://www.youtube.com/watch?v=tFTvtFP8kEQ]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]