დეკუმ კარიერა დაასრულა
"პორტუს", "ბარსელონასა" და "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, დეკუმ, თავისი 17-წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
"ფლუმინენსის" 35 წლის პლეიმეიკერმა თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება ხშირ ტრავმებთანაა დაკავშირებული.
"მე ძალიან მინდოდა, "ფლუმინენსეს" უფრო დიდხანს დავხმარებოდი, მაგრამ ჩემი ორგანიზმი გაგრძელების საშუალებას არ მაძლებს", — თქვა დეკუმ, რომელმაც 2004 წელს "პორტუს" მაისურით მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2006 წელს — "ბარსელონას" რიგებში თამაშით.
წინა კვირას ბრაზილიის სუპერთასზე "გოიასთან" შეხვედრა, რომელიც "ფლუმ" მინიმალური ანგარიშით მოიგო, დეკუსთვის უკანასკნელი თამაში იყო.
დეკუ — ეროვნებით ბრაზილიელია, მაგრამ 2003—2010 წლებში პორტუგალიის ნაკრებში თამაშობდა და ორ-ორჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. პორტუგალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 75 მატჩი და 5 გოლია.
"ბარსელონას" ღირსებას დეკუ 2004—2008 წლებში იცავდა, ლურჯ-ბროწეულისფერების მაისურით მას 113 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]