გვარდიოლას ვალდესის „ბაიერნში“ ხილვა სურს

გვარდიოლას ვალდესის „ბაიერნში“ ხილვა სურს

"ბაიერნის" ამჟამინდელ და "ბარსელონას" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მიუნხენურ კლუბში მეკარე ვიქტორ ვალდესის მიწვევა სურს, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს მწვრთნელი.

სეზონის დასასრულს, ვალდესი "ბარსელონადან" "მონაკოში" გადასვლას აპირებდა, მაგრამ სერიოზული ტრავმის გამო მას დაბრკოლება შეექმნა.

გვარდიოლას სურს, რომ "ბავარიის" მეკარეს, მანუელ ნოიერს ღირსეული კონკურენტი ჰყავდეს. ამასთან დაკავშირებით, მან ყურადღება გაამახვილა ვიქტორ ვალდესის კლუბში მიწვევის ვარიანტზე, იტყობინება ესპანური Sport. ამავე დროს, ჯერ უცნობია, სურს თუ არა თავად ვალდესს "ბაიერნში" გადასვლა. ეს ნაკლებად სავარაუდოა იმის გათვალისწინებით, შესთავაზებენ თუ არა მეკარეს ისეთივე ფინანსურ პირობებს, რასაც "მონაკო" სთავაზობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.