დავინსონ სანჩესი: რატომ არ გადავედი ბარსელონაში? მარკეტინგს ფეხბურთი ვამჯობინე
ამსტერდამის "აიაქსიდან" ლონდონის "ტოტენჰემში" ცოტა ხნის წინ გადასული ცენტრალური მცველი დავინსონ სანჩესი იმ მიზეზზე საუბრობს, რის გამოც მან ინგლისური კლუბი კატალონიის "ბარსელონას" ამჯობინა.
"ბარსელონას" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ყოველთვის მივიჩნევდი, მაგრამ იქ განვითარების უკეთესი შესაძლებელობა არ მექნებოდა. საბედნიეროდ, გადაწყვეტილება საფეხბურთო ფაქტორების გათვალისწინებთ მივიღე და არა მარკეტინგული." - ციტირებს სანჩესის სიტყვებს Sport.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" 21 წლის კოლუმბიელ ცენტრალურ მცველს მართლაც იწვევდა, თუმცა საქმე სერიოზულ მოლაპარაკებებამდე არ მისულა, 18 აგვისტოს კი, ფეხბურთელი "ტოტენჰემში" 42 მილიონ ევროდ გადავიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]