ტერ შტეგენი: "მესი შემეცოდა"

ტერ შტეგენი: "მესი შემეცოდა"

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ თავისი ახალი თანაგუნდელი ლეო მესი შეეცოდა. შეგახსენებთ, რომ გერმანიამ არგენტინა დაამარცხა.

"მესი შემეცოდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რა თქმა უნდა, აღვნიშნე," განაცხადა ტერ შტეგენმა  Mundo Deportivo-თან საუბრისას.

"ფინალს ვუყურე ბარსელონაში, იმ სასტუმროში, სადაც ვცხოვრობ. არ ვიყავი ნაკრებში, მაგრამ მე, როგორც გერმანელს, ჩემი თანაგუნდელების წარმატება ძალიან გამიხარდა."

"იმედი მაქვს, რომ "ბარსელონაში" თამაში ნაკრებში ადგილის მოპოვებაში დამეხმარება. "ბარსაში" თამაში ჩემი შესაძლებლობების გამოვლენაში შემიწყობს ხელს.

"ვიცი ჩემი შესაძლებლობები და გამოცდილება ისევე, როგორც კლუბმა. დიდი ხანი მაკვირდებოდნენ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი ხანგრძლივობა. მშვენიერი მომენტი იყო, როდესაც დამიკავშირდნენ."

"ვიცი, თუ რამხელა ზეწოლას განიცდის "ბარსას" მეკარე, მაგრამ აქ ჩემი და "ბლაუგრანას" ფეხბურთის სათამაშოდ მოვედი. არ მეშინია. მიხარია აქ ყოფნა."

ტერ შტეგენმა ლუის ენრიკეზეც ისაუბრა: "მომწონს მისი ხასიათი და ის, თუ როგორ უყურებს ფეხბურთს. ენრიკე პირდაპირი ადამიანია. შესანიშნავი პიროვნება და ნორმალური კაცია. პატივს ვცემ მის სამუშაოს."

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.