ნეიმარი იაპონიაში
ნეიმარმა იაპონიაში ნამდვილი სიგიჟე გამოიწვია. ბრაზილიელი სარეკლამო საკითხების გამო იმყოფება ტოკიოში, სადაც ის გულშემატკივრებისთვის ნამდვილი ვარსკვლავია.

ასობით გულშემატკივარი დახვდა ნეიმარს აეროპორტში, სადაც "ბარსას" ფეხბურთელი ავტოგრაფების დარიგებით დაიღალა. სხვადასხვა ღონისძიებების შემდეგ, ნეიმარმა მონაწილეობა მიიღო პოპულარულ იაპონურ გადაცემაში "Bistro Smap' Fuji TV chain". გადაცემა სახალისო გამოვიდა.

ნეიმარი ბარსელონაში ამ შაბათ-კვირას დაბრუნდება, "ბარსას" კი 5 აგვისტოს შეუერთდება. ამჟამად ის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო მკურნალობას გადის.

ფეხბურთელი 3 დღის განმავლობაში იყო იაპონიაში. ამ დროის განმავლობაში არ შეჩერებულა ბრაზილიელის ფიზიოთერაპია. ის ფიზიოტერაპევტ სანტოს რაფაელ მარტინის ჩამოსვლას ელოდება. ექიმი მის გვერდით იქნება მკურნალობის პროცესის განმავლობაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]