ნეიმარი საკლუბო მუნდიალის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს, მაგრამ იაპონიაში მაინც გაემგზავრება

ნეიმარი საკლუბო მუნდიალის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს, მაგრამ იაპონიაში მაინც გაემგზავრება

"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი, ტრავმის მიუხედავად, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გუნდთან ერთად გაემგზავრება. ამ ინფორმაციას კატალონიის რადიო ავრცელებს.

ნეიმარმა ტრავმა "ლევერკუზენთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩის წინა დღეს, ვარჯიშზე მიიღო. აქამდე ცნობილი იყო, რომ ის "დეპორტივოსთან" შეხვედრას გამოტოვებდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ბრაზილიელი საკლუბო მუნდიალის ნახევარფინალსაც გამოტოვებს. ამის მიუხედავად, ის იაპონიაში მაინც გაემგზავრება. ექიმები შეეცდებიან, ბრაზილიელმა ფინალამდე გამოჯანმრთელება მოასწროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messa
    სტუმარი [?]
    #4 12 დეკემბერი 2015 21:20
    0
    მაგარი ფეხბურთელი დაგვაკლდება ბიჭებო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 დეკემბერი 2015 21:20
    2
    მთავარია ფინალამდე მოასწროს ტრამვის მოშუშება და მანამდე თუ არ ითამაშებს სულაც არ არი სანერვიულო. კარგი ფინალის მოლოდინში ვარ რატომღაც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 დეკემბერი 2015 18:24
    1
    ციტატა: messi...the world is yours

    კარგია გამიხარდა. რომც ვერ ითამაშოს ფინალი,მაინც ეკუთხვნის ამ კაცს ეგ ტიტული. თბილისში ისეთი მიზეზი ქონდა რომ ფიზიკურად ვერ შეიყვანდა შემადგენლობაში ენრიკე ნეიამარს. ეხლა რომც იცოდეს წინასწარ რომ ფინალს ვერ ითამაშებს ,მაინც უნდა შეიყვანოს განაცხადში და უნდა ააწევინოს ეს თასი,თორე ტეხავს ერთ სეზონში ორი ტიტულის გარეშე დარჩენა.

    +11 ნეიმარსაც გაუსწორდება
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    messi...the world is yours
    სტუმარი [?]
    #1 10 დეკემბერი 2015 17:43
    10
    კარგია გამიხარდა. რომც ვერ ითამაშოს ფინალი,მაინც ეკუთხვნის ამ კაცს ეგ ტიტული. თბილისში ისეთი მიზეზი ქონდა რომ ფიზიკურად ვერ შეიყვანდა შემადგენლობაში ენრიკე ნეიამარს. ეხლა რომც იცოდეს წინასწარ რომ ფინალს ვერ ითამაშებს ,მაინც უნდა შეიყვანოს განაცხადში და უნდა ააწევინოს ეს თასი,თორე ტეხავს ერთ სეზონში ორი ტიტულის გარეშე დარჩენა.

    იმედია მალე დაბრუნდება.