სუარესის დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, 2 თვემდე შემცირდეს

სუარესის დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, 2 თვემდე შემცირდეს

კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის 4-თვიანი დისკვალიფიკაცია შემცირდება, იტყობინება La Vanguardia.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) ლოზანაში, 27 წლის ურუგვაელის სასჯელს, კატალონიურ კლუბში გამოსვლის ფარგლებში, 2 თვემდე შეამცირებს.

ამდენად, სუარესი, რომელაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, იტალიის ეროვნული ნაკრების მცველს, ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, მონაწილეობის მიღებას ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში, "ატლეტიკის" წინააღმდეგ შეძლებს. აღნიშნული მატჩი გაიმართება 14 სექტემბერს.

შეგახსენებთ, რომ CAS "ბარსელონას" აპელაციას, ურუგვაელი ფორვარდის დისკვალიფიკაციის თაობაზე, 8 აგვისტოს განიხილავს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუარესის 9-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში, სავარაუდოდ, ძალაში დარჩება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 48 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.