მარკ ბარტრა: "ლუის ენრიკე - დიდებული მოტივატორია"
კატალონიის "ბარსელონას" 23 წლის ესპანელმა მცველმა, მარკ ბარტრამ განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს დიდებულ მოტივატორად თვლის. იტყობინება, ესპანური პრესა.
"ლუის ენრიკე - დიდებული მოტივატორია. ჩვენ ეს ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, როდესაც მისი "ბარსელონა ბ"-ში მოღვაწეობის დროს, სარეზერვო გუნდში გამოვდიოდით. "სელტაში" და "რომაში" სამსახურმა, იგი კიდევ უფრო ძლიერ სპეციალისტად აქცია. მე ძალიან მომეწონა სავარჯიშო კვირა ინგლისში, რადგან მე კარგი დრო გავატარე პარტნიორებთან ერთად არამხოლოდ სავარჯიშო მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც." - განაცხადა, ბარტრამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]