მესის, მასკერანოსა და ალვესის ორმაგი სავარჯიშო სესია
ლეო მესიმ, ხავიერ მასკერანომ და დანი ალვესმა გუშინ, საღამოს, დღის მეორე სავარჯიშო სესია გამართეს გუნდის დანარჩენი წევრების გარეშე. სამივე ფეხბურთელი "სიუტატ ესპორტივოზე" მუშაობდა მწვრთნელებთან, რაფაელ პონთან და ედუ პონსთან ერთად.
ნეიმარი, რომელიც კლუბში, ასევე, გუშინ დილით დაბრუნდა, ზურგის ტრავმის შემოწმების შემდეგ, სპეციფიკური პროგრამით ვარჯიშობდა.
ადრიანო კორეია, ჟერემი მატიე და ჩავი ერნანდესი, ასევე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ. ყველა მათგანი ჟენევეაში, "ნაპოლისთან" გასამართ პრესეზონის მატჩს გამოტოვებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]